გაკვეთილის თემა: ძველი და ახალი თაობების დაპირისპირება
სწავლების საფეხური
და კლასი: საშუალო, მე-11
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი
: გაბუნია ნუნუ
მოსწავლეთა რაოდენობა:
12
სასწავლო მიზანი:
თაობათა ბრძოლის, როგორც საზოგადოებრივი აზროვნების
განვითარების, მნიშვნელობის ჩვენება მოსწავლეებისათვის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიაში ჩაბმის უნარების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო შედეგები /ინდიკატორები
ქართ.XI .1. მოსწავლე წარმოადგენს
საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე
·
მკაფიოდ,
ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ
ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას.
·
საკუთარი
მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული
კრიტიკიდან.
ქართ. XI.10. მოსწავლე წერს
სხვადასხვა სახის ესეს
·
წერს ესეს, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე
დაყრდნობით მსხელობს მოცემული თემის პრობლემის შესახებ ( ამტკიცებს/
უარყოფს, გამოთქვამს
ვარაუდს, ადარებს, ავლებს პარალელებს )
გაკვეთილის მსვლელობა ( აქტივობები, დრო )
აქტივობა 1. მუშაობა კლასთან -5 წუთი
მასწავლებელი: თაობათა შორის ბრძოლა ქართული ლიტერატურისა
და აზროვნების
ისტორიაში ეპოქალური
მნიშვნელობის მოვლენა იყო. მართალია, თავიდან ყურად-
ღების ცენტრში მოექცა და დაძაბული კამათის საგანი გახდა სალიტერატურო ქართული ენის საკითხი,
მაგრამ ე. წ. მამათა და შვილთა ბრძოლამ ქართული
საზოგადოებრივი
აზროვნება ახალ
საფეხურზე აიყვანა.
ილია
ჭავჭავაძე თავის „ წერილებში მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე“ საგანგებოდ
ეხება იმ საკითხებს , რომლებიც ჩვენი ამჟამინდელი
მსჯელობის საგანს წარმოადგენს.
გაიხსენეთ რა უპასუხა ილიამ თავისსავე კითხვაზე
:
„რა არის ან ვინ არის
ახალი ან ძველი თაობა?
ახალი ან ძველი თაობა?
სავარაუდო პასუხი
: ძველ ან ახალ თაობებად დაჯგუფება ასაკისა
და წლოვანების მიხედვით „ მტკნარი ბავშვობა
იქნებოდა“. ყოველი აზრი, ყოველი საქმე ისე არ იჩენს თავს, რომ ყოფილ აზრს ან
საქმეს არ შეეხალოს და ომი არ გადაუხადოს ადგილის დასაჭერად“
მასწავლებელი
: თვალი გადავავლოთ თაობათა ბრძოლის ისტორიას:
აქტივობა
2. პრეზენტაცია -5 წუთი.
საკითხი: ი. ჭავჭავაძის „ ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის კაზლოვის " შეშლილის“ თარგმანზედა.“
აქტივობა 3. პრეზენტაცია. -10 წუთი.
საკითხი: თაობათა შორის პოლემიკის გამწვავება
70-იან წლებში. ი. ჭავჭავაძის
„ გამოცანები“, გრ. ორბელიანის „ პასუხი შვილთა“და ი. ჭავჭავაძის
„პასუხის პასუხი“
მოსწავლეები წარმოთქვამენ სტროფებს აღნიშნული ლექსებიდან.
აქტივობა 4. მუშაობა
კლასთან-5 წუთი
მასწავლებელი
: ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამებრძოლების დამსახურება იმაშია, რომ ისინი „ლიტერატურული
„ თვალსაზრისიდან“ პრაქტიკულ-საზოგადოებრივ
თვალსაზრისზე
გადავიდნენ და ამით უფრო გააჩაღეს ბრძოლა ლიტერატურის გზით
ცხოვრების სახის
გარდაქმნისკენ.
გაიხსენეთ, რას წერდა ილია ახალ აზრსა და საქმეზე?
სავარაუდო პასუხი : „ რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას
ახალს და რას მეტყვის იგი მე...“/
„ჩვენ უნდა ვსდიოთ
ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი...“
მასწავლებელი:
რა შეადგენდა „ მგზავრის წერილების“ ავტორის ამოცანას?
სავარაუდო პასუხი
: ქართველი ერის გამთლიანება ერთი, ყველასათვის
მთავარი იდეით, მიზნით, რომელიც
მომავალში უნდა განხორციელდეს?
მასწავლებელი:
რა იყო ეს მიზანი, იდეა?
სავარაუდო პასუხი
: საქართველოს გათავისუფლება-„ ჩვენი თავი
ჩვენადვე გვეყუდნეს“-ამ „დაუბერებელი“ სიტყვებით შემოვიდა ილია ქართულ მწერლობაში.
აქტივობა 5. დისკუსია -15 წუთი
სადისკუსიო თემა: გრ. ორბელიანის „პასუხი შვილთა“ და
ილია ჭავჭავაძეის „პასუხის პასუხი“
ა) „მათ უსწავლელთა,
ცრუ რუსთაველთა
სრულ წაგვიბილწეს
ენა მდიდარი,
ენა მაღალი ,
მის ძალი, მადლი
უწყალოდ წახდა
უწმინდურთ ხელში
ბ)"ენა მდიდარი,თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად
და ამასაცთქვენ ცოდვად გვითვლით ჩვენ
რაღა პირითადახვალთ ამ ქვეყნად".
ბ)"ენა მდიდარი,თქვენს ხელში მკვდარი,
ჩვენ მიგვიღია გასაცოცხლებლად
და ამასაცთქვენ ცოდვად გვითვლით ჩვენ
რაღა პირითადახვალთ ამ ქვეყნად".
ან
ა) ვაი, საბრალოს
ჩვენს საქართველოს
თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!...
ბ)"თქვენგან ჩაგრული,დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია..."
ბ)"თქვენგან ჩაგრული,დაბრმავებული,
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია..."
რომელ შეხედულებას ემხრობით და რატომ?
დისკუსიის აგების სხვადასხვა ხერხებიდან შევარჩევთ
„სავარჯიშო სივრცეს“,
რომელიც შემდეგში
მდგომარეობს:
დისკუსიის მონაწილეები ერთმანეთთან ახლოს უნდა
ისხდნენ, ერთმანეთის
სახეებს უნდა
ხედავდნენ, შესაძლებელია სკამები „ ნალისებურად“,
ნახევარწრეზე
დავალაგოთ. ამგვარი
ცვლილება კლასში ნაკლებ ფორმალურ ატმოსფეროს ქმნის და
პასიურ მოსწავლეებსაც
კი დისკუსიაში ჩართვას უადვილებს. დაფაზე მასწავლებე-
ლი წერს სადისკუსიო თემას და საკითხებს.
ერთი ჯგუფი დაიცავს პირველ მოსაზრებას, მეორე- მეორეს,
არგუმენტებად გამოიყენებენ ლიტერატურულ ტექსტებს,
პუბლიცისტურ წერილებსა და ცხოვრებისეულ
გამოცდილებას.
მოსწავლეები შეფასდებიან დისკუსიისთვის შერჩეული
კრიტერიუმებით:
დისკუსიის შეფასების
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ზოგჯერ
|
დისკუსიის პროცესში ყველა მონაწილეობდა.
გამოთქვამდა აზრს და ასაბუთებდა.
|
|||
ჯგუფი მეგობრულად იყო განწყობილი, მონაწილეები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ.
|
|||
ჯგუფის წევრები ხშირად სვამდნენ შეკითხვებს აზრების დასაზუსტებლად და
დისკუსიის პროცესის სრულყოფისათვის.
|
|||
ჯგუფი კონსტრუქციული იყო, აკრიტიკებდა
მოსაზრებას და არა პიროვნებას.
|
პრეზენტაცია შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
შედეგები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
შესავლის
გაკეთება
|
ტრაფარეტული
და უინტერესოა
|
ცდილობს აუდიტორიის
დაინტერესებას
|
საინტერესოდ
არის წარმოდგე-
ნილი
|
მოძიებული აქვს
ისეთი დამატები
თი მასალა,
|
თემის
წარმოდგენა
(
მოსაზრებები,
არგუმენტები,
დასკვნა
)
|
დარღვეულია
ლოგიკა და
ბუნდოვანია
|
ნაწილობრივ
გასაგებია და
განმარტებას
მოითხოვს
|
ლოგიკურად
არის აგებული,
შეინიშნება
მცირე
ხარვეზები
|
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმო
დგენილი საკით
ხები ნათელი
და გასაგებია.
|
სათანადო
ლექსიკური
ერთეულებისა
და
სინტაქსური
კონსტრუ
ქციების
გამოყენება
|
მეტყველება სცილდება მსჯე
ლობის ელემენ-
ტებს
|
ცდილობს-გამოიყენოს
სათანადო ლექსი
კური ერთეუ-
ლები
|
ლექსიკა სწორადაა
შერჩეული და
შეიმჩნევა სინტაქსური
კონსტრუქციები.
|
მეტყველება
ემყარება სწორად შერჩე
ულ ლექსიკასა და სინტაქსურ
კონსტრუქციებს.
|
თვალსაჩინოებისა
და
ისტ-ის
გამოყენება
|
იყენებს მწირად
და შეუსაბამოდ
|
იყენებს მწირად და შესაბამისად
|
იყენებს დიაგრამებსა
და
ცხრილებს
შესაბამისად
|
იყენებს ახალ
ტექნოლოგიებს,
ცხრილებისა და
დიაგრამების
წარმოსადგენად
|
აუდიტორიასთან
კონტაქტი
და დროის
ლიმიტის
დაცვა
|
უჭირს აუდი-
ტორიასთან
კონტაქტი, არ
იცავს დროის
ლიმიტს
|
პერიოდულად
ცდილობს
კონტაქტს, ვერ
განსაზღვრავს დროს
|
გრძნობს აუდიტორიის
განწყობას და
ამყარებს კონტაქტს
|
კარგად ფლობს
კომუნიკაციის
უნარს და დროის ლიმიტს
|
შეკითხვებზე
პასუხი
|
ვერ უპასუხებს
კითხვებზე
|
პასუხები არ
არის გამართული
|
თითქმის ყველა
კითხვას პასუხობს
|
ყველა კითხვას
პასუხობს
დამაჯერებლად.
|
საშინაო დავალება:
ა) არგუმენტირებული ესე : ამთლიანებს თუ არა თანამედროვე საზოგადოებას თანხმობა საერთო
მომავალზე.
ბ) თავისუფალი თემა : „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს“.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:მე-11კლასის სახელმძღვანელო,რვეული,ქაღალდები, მარკერები,დამატებითი საკითხავი მასალა-ქართველი მწერლები სკოლაში, ინტერნეტ მასალა,კომპიუტერი,პროექტორი.
No comments:
Post a Comment