Saturday, December 7, 2013

"საშვილიშვილო ანდერძი"


  1. პროექტის სახელწოდება: "საშვილიშვილო ანდერძი"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა):  გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება - "ისტორია დიდებული ტაძარია,საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი." (ილია ჭავჭავაძე)
  3. პროექტის აქტუალობა:  თაობათა შორის კავშირის აუცილებლობა, რამეთუ "აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა"
  4. პროექტის მიზნები: ახალი თაობის აღზრდა  "დიდბუნებოვან კაცთა", გმოჩენილ ქართველ მოღვაწეთა ცხოვრების მაგალითზე. ადამიანი  მუდმივი სრულყოფილების გზაზე მდგომი არსებაა,რომელიც უნდა ესწრაფვოდეს,როგორმე მიუახლოვდეს პირველხატს,რამეთუ ღმერთმა ადამიანი შექმნა "სახედ და ხატად თვისად"
  5. მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასის მოსწავლეები
  6. ვადები/ ხანგრძლივობა:  2 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ღვთისა და ერის სამსახურში დგომით სამშობლოსა და თავისუფლებისათვის თვითშეწირვის იდეით გამსჭვალულ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების სიღრმისეული გაცნობა და გააზრება-გათავისება აამაღლებს მოსწავლეთა  ინტელექტუალურ დონეს, აღზრდის მათში პატრიოტულ სულისკვეთებას და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მე-9 კლასის სახელმძღვანელო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გ.მგელაძე "მე ვარ ჯარისკაცი ჩემი ერისა,"რ.მეტრეველი "საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები,"ინტერნეტ რესურსები.
  9. პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები) : 1.სასწავლო საკითხების  განაწილება ჯგუფებში სამუშაოდ; 2. ჯგუფები მოიძიებენ ინფომაციას ინტერნეტში,კითხულობენ მასწავლებლის მიერ მითითებულ მასალას; 3.კლასში ჩამოყალიბებულია ოთხი ჯგუფი,ამათგან სამი ჯგუფის მიერ მოძიებული და დამუშავებული მასალა ზემოთ დასახელებულ მოღვაწეებზე გადაეცემა მეოთხე ჯგუფს,რომელიც მოახდენს მათს სინთეზირებას და შეაფასებს;4.ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი: ქართ.IX.6.მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულსა და არამხატვრულს), რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ. * გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ ტექსტში არსებულ მისთვის ღირებულ სხვადასხვა თვალსაზრისზე; *კითხულობს  პრესას, ელექტრონულ ტექსტებს, აფასებს წარმოდგენილ არგუმენტებსა და  გამოთქმულ თვალსაზრისებს; *უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
  11. პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნუნუ გაბუნია
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nunugabunia60@gmail.com 
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nunugabunia.blogspot.com
სასარგებლო ბმები პროექტზე სამუშაოდ
პავლე ინგოროყვა
ექვთიმე თაყაიშვილი
ამბროსი ხელაია

No comments:

Post a Comment